საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 68 პაციენტი გარდაიცვალა

10:47, 23.12.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 68 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 13 289-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 164 პირს დაუდასტურდა, 3 767 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 22 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 739 შემთხვევა გამოვლინდა, 3 072 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 52 კი გარდაიცვალა.

მსგავსი