საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 67 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 67 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 435-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 104 პირს დაუდასტურდა, 4 627 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, 6 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 235 პაციენტი, გარდაიცვალა 68.