საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 67 პაციენტი გარდაიცვალა

10:45, 04.01.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 67 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 009-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 590 პირს დაუდასტურდა,  1 955 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, 3 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 789 პაციენტი, გარდაიცვალა 37.

მსგავსი