საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 65 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 65 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 65 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 119-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 459 პირს დაუდასტურდა, 3 957 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 30 ნოემბერს საქართველოში კორონავრუსის 5 050 შემთხვევა გამოვლინდა, 4 214 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 80 კი გარდაიცვალა.