საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 64 პაციენტი გარდაიცვალა

10:35, 24.11.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 64 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 679-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 201 პირს დაუდასტურდა, 4 098 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 23 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 5 085 შემთხვევა გამოვლინდა, 4 428 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 62 კი გარდაიცვალა.

მსგავსი