საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 64 პაციენტი გარდაიცვალა

10:48, 11.12.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 64 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 695-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 542 პირს დაუდასტურდა, 2 234 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 10 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 454 შემთხვევა გამოვლინდა, 3 334 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 49 კი გარდაიცვალა.

მსგავსი