საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 582-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 562 პირს დაუდასტურდა, 4 145 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 8 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 226 შემთხვევა გამოვლინდა, 4 091 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 53 კი გარდაიცვალა.