საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 407-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 778 პირს დაუდასტურდა, 3 234 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 5 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის  3 410 შემთხვევა გამოვლინდა, 4 732 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.