საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 61 პაციენტი გარდაიცვალა

10:46, 29.12.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 61 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 13 707-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 514 პირს დაუდასტურდა, 2 711 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 28 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 676 შემთხვევა გამოვლინდა, 2 966 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 63 კი გარდაიცვალა.

მსგავსი