საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 61 პაციენტი გარდაიცვალა

10:49, 27.11.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 61 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 871-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 058 პირს დაუდასტურდა, 2 157 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 26 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 534 შემთხვევა გამოვლინდა, 3 742 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი გარდაიცვალა.

მსგავსი