საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 პაციენტი გარდაიცვალა

12:12, 01.01.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 13 860-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 103 პირს დაუდასტურდა, 1 553 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 31 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 251 პაციენტი, 42 კი გარდაიცვალა.

მსგავსი