საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 59 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 59 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 59 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 466-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 509 პირს დაუდასტურდა, 4 042 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 6 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 778 შემთხვევა გამოვლინდა, 3 234 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 63 კი გარდაიცვალა.