საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 58 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 58 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 58 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 471 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 18 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 5 914 შემთხვევა გამოვლინდა, 3 316 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 49 კი გარდაიცვალა.