საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 56 პაციენტი გარდაიცვალა

10:45, 28.11.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 56 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ მონაცემები დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 927-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 333 პირს დაუდასტურდა, 5 052 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 27 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 058 შემთხვევა გამოვლინდა, 3 742 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 61 კი გარდაიცვალა.

მსგავსი