საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 55 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 55 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 553-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 851 პირს დაუდასტურდა, 5 530 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 21 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 357 შემთხვევა გამოვლინდა, 5 772 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 76 კი გარდაიცვალა