საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 55 პაციენტი გარდაიცვალა

10:52, 11.02.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 55 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 459-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 19 968 პირს დაუდასტურდა, 23 675 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 10 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 22 444 შემთხვევა გამოვლინდა, 13 245 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 53 კი გარდაიცვალა.

მსგავსი