საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 8 089-ს შეადგენს.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 795 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 9 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 455 შემთხვევა გამოვლინდა, 4 427 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 58 კი გარდაიცვალა.