საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა

10:50, 21.12.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 13 169-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 282 პირს დაუდასტურდა, 3 263 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 20 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 296 შემთხვევა გამოვლინდა, 4 127 პაციენტი გამოჯანმრთელდა,  45 კი გარდაიცვალა.

მსგავსი