საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა

10:47, 17.12.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 971-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 979 პირს დაუდასტურდა, 3 470 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 16 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 123 შემთხვევა გამოვლინდა, 4 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 39 კი გარდაიცვალა.

მსგავსი