საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 52 პაციენტი გარდაიცვალა

10:39, 18.09.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 52 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 997 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 232 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 16 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 192 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 56 კი გარდაიცვალა.

მსგავსი