საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა

10:51, 30.12.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 13 758-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 097  პირს დაუდასტურდა, 2 331 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 29 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 514 შემთხვევა გამოვლინდა, 2 711 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 61 კი გარდაიცვალა.

მსგავსი