საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 631-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“  8 767 პირს დაუდასტურდა, 5 173 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 20 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 6 351 შემთხვევა გამოვლინდა, 3 043 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.