საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა

10:50, 03.11.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 185-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 6 024 პირს დაუდასტურდა, 3 818 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 2 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 5 553 შემთხვევა გამოვლინდა, 4 223 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 47 კი გარდაიცვალა.

 

მსგავსი