საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა

10:49, 18.08.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 316 პაციენტი.

გუშინ, 17 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 6 208 შემთხვევა გამოვლინდა, 3 539 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 47 კი გარდაიცვალა.

მსგავსი