საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 48 პაციენტი გარდაიცვალა

10:47, 13.01.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 48 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 359-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 326 პირს დაუდასტურდა, 3 044 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 12 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 5 596 შემთხვევა გამოვლინდა, 2 946 პაციენტი გამოჯანმრთელდა 47 კი გარდაიცვალა.

მსგავსი