საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 48 პაციენტი გარდაიცვალა

10:44, 13.09.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 48 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 8 233-ს შეადგენს.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 351 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 12 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 289 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 39.

მსგავსი