საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 539 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 16 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 2 676 შემთხვევა გამოვლინდა, 4 119 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.