საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა

10:48, 12.01.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 311-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 596 პირს დაუდასტურდა, 2 946 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 11 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 5 486 შემთხვევა გამოვლინდა, 2 893 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.

მსგავსი