საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა

10:55, 19.12.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 13 071ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 195 პირს დაუდასტურდა, 4 319 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 18 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 784 პირს დაუდასტურდა, 2 070 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი.

მსგავსი