საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა

10:50, 29.11.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 974-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 954 პირს დაუდასტურდა, 4 477 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 28 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 333 შემთხვევა გამოვლინდა, 5 052 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 56 კი გარდაიცვალა.

მსგავსი