საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 136-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 553 პირს დაუდასტურდა, 4 223 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, პირველ ნოემბერს, საქართველოში კორონავურუსის 2 141 შემთხვევა გამოვლინდა, 5 081 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 44 კი გარდაიცვალა.