საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 788-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 942 პირს დაუდასტურდა, 4 650 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 24 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 3 436 შემთხვევა გამოვლინდა, 4 483 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.