საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა

10:48, 28.10.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 918-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 009 პირს დაუდასტურდა, 5 177 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 27 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 337 შემთხვევა გამოვლინდა, 3 137 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა.

მსგავსი