საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა

10:43, 20.12.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 13 116-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 296 პირს დაუდასტურდა, 4 127 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი