საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა

10:46, 29.10.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 961-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 965 პირს დაუდასტურდა, 4 627 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 28 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 009 შემთხვევა გამოვლინდა, 5 177 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 45 კი გარდაიცვალა.

მსგავსი