საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 831-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 762 პირს დაუდასტურდა, 3 953 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 25 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 942 შემთხვევა გამოვლინდა, 4 650 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.