საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა

10:51, 31.12.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 13 800-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 100 პირს დაუდასტურდა, 2 251 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 30 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 097 შემთხვევა გამოვლინდა, 2 331 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 51 კი გარდაიცვალა.

მსგავსი