საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა

11:13, 30.10.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 003-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 610 პირს დაუდასტურდა, 2 624 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, 27 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 627 პაციენტი, გარდაიცვალა 45.

მსგავსი