საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 045-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 382 პირს დაუდასტურდა, 5 389 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, 30 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 610 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 624 პაციენტი, გარდაიცვალა 42.