საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა

10:45, 23.10.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 699-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 467 პირს დაუდასტურდა, 1 790 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 22 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 155 შემთხვევა გამოვლინდა, 2 507 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 40 კი გარდაიცვალა.

მსგავსი