საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 588-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 219  პირს დაუდასტურდა, 2 348 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 19 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 082 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 36 კი გარდაიცვალა.