საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 510-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 479 პირს დაუდასტურდა, 2 374 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 17 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 581 შემთხვევა გამოვლინდა, 2 494 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.