საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა

10:49, 22.01.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 673-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 11 039 პირს დაუდასტურდა, 5 199 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 21 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 8 767 შემთხვევა გამოვლინდა, 5 173 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 49 კი გარდაიცვალა.

მსგავსი