საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 41 პაციენტი გარდაიცვალა

10:48, 29.01.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 41 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 911-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 18 274 პირს დაუდასტურდა, 8 400 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 28 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 17 066 შემთხვევა გამოვლინდა, 5 397 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.

მსგავსი