საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 41 პაციენტი გარდაიცვალა

10:48, 06.01.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით  41 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 082-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 567 პირს დაუდასტურდა, 2 105 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 5 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 3 436 შემთხვევა გამოვლინდა, 1 805 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 32 კი გარდაიცვალა.

მსგავსი