საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 40 პაციენტი გარდაიცვალა

10:51, 13.02.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 40 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 556-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“  15 712 პირს დაუდასტურდა, 21 623 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, 12 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 20 326 ხალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 48 468 პაციენტი, გარდაიცვალა 57.

მსგავსი