საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა

10:57, 06.02.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 212-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“  19 098 პირს დაუდასტურდა, 17 531 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 5 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 594 პაციენტი.

მსგავსი