საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 370-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 212 პირს დაუდასტურდა, 1 982 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 17 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 4 837 შემთხვევა გამოვლინდა, 1 586 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.