საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა

10:43, 04.08.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 948-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 233 pირს დაუდასტურდა, 1 934 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, სამ აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 895 პაციენტი, 34 კი გარდაიცვალა.

მსგავსი