საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 395-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 567 პირს დაუდასტურდა, 1 661 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 13 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 5 326 შემთხვევა გამოვლინდა, 3 044 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 48 კი გარდაიცვალა.